პოლიტიკა

ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ადასტურებს - საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოცემა „atlantico“ აქვეყნებს
სტატიას სახელწოდებით
„ევროკავშირი ორმაგი
სტანდარტების
წინააღმდეგ“.
1612901971
დაკოპირებულია

მიმდინარე წლის 9 თებერვალს ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნეს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. 

ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი აქტიურ ძალისხმევას ახორციელებდა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში ისეთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტების მეშვეობით, როგორიცაა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობა, ასევე ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის განმავლობაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილი ჰქონდა მთელ რიგ ინციდენტებსა და გამოწვევებს, მათ შორის, ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესის გააქტიურებას, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. ყურადღება ეთმობა უსაფრთხოების კუთხით ვითარების გართულებას ჩორჩანა-წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე.

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვასა და ცხინვალის რეგიონის სრულ იზოლაციაზე დანარჩენი საქართველოსგან, მათ შორის, ჰუმანიტარული წვდომის შეზღუდვაზე კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხოლოდ ერთი რაუნდი ჩატარდა, თუმცა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ინტენსიურ კონტაქტს ინარჩუნებდა მოლაპარაკებების მონაწილეებთან და საქართველოში ექვსი ვიზიტი განახორციელა.

„ხაზგასმულია, რომ ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის ფონზე, კვლავ შეჩერებულია გალის IPRM-ის შეხვედრები. ყურადღება ეთმობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას, რომელიც კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის მიუხედავად, უწყვეტლივ განაგრძობდა თავისი მანდატის შესრულებას.

ანგარიშში ხაზგასმულია ასევე მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელსაც ევროკავშირის მხრიდან ძალზე დადებითი შეფასება და მხარდაჭერა აქვს. თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ სამშვიდობო ინიციატივის ეკონომიკური ნაწილის განხორციელება ფერხდება საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო.

ანგარიში კარგად ასახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის არსებულ დინამიკას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. აღნიშნული ნათლად მეტყველებს საგარეო პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოზიციების თანხვედრასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავსტალიის მოქალაქე შანაი
ბრუკი თბილისში
გარდაცვლილი იპოვეს

შსს ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალებაზე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრალიის მოქალაქის, 31 წლის შანაი ბრუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე , 31 წლის შანაი ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ავრცელებს.

1627744552

საფრანგეთის დედაქალაქში და ქვეყნის მასშტაბით 150 ათასამდე ადამიანი საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. ისინი ე.წ „ჯანმრთელობის საშვს" აპროტესტებენ. ამის შესახებ france24.com იუწყება.

1627743626

„ამ შარლ მიშელმა პილატესავით დაიბანა ხელი, არაფრის მთელი განცხადებები გააკეთა და წავიდა ევროპაში. რას ნიშნავს ეს?“, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

1627738388
ფასიანი მომსახურება
სოჭის პლაჟზე

სოჭის პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია (ვიდ...

სოჭის კერძო პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია. პლაჟზე შესაბამისი ინფორმაციაა გამოქვეყნებული, სადაც სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად „წყალზე სამაშველო ოპერაციის“ ფასიც არის მითითებული. ის 800 რუსულ რუბლს (34 ლარს) შეადგენს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

1627729488
„დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის სულ 11 მუტაციაა ცნობილი, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთში მასობ...

მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს.

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასია...

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.