მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირის ოფისთან, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეიკრიბნენ

ევროკავშირის ოფისთან, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეიკრიბნენ

ევროკავშირის ოფისთან, სადაც ელჩები ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან და სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მივიდნენ.

ამ წუთებში ოპოზიცია ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდება. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის ოფისთან დღეს 23 სექტემბერს ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კობახიძემ ევროკავშირის ოფისში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრა დატოვა, მელია კი ელჩთან შესახვედრად მივიდა. დაპირისპირების მიზეზი დმანისში მომხდარი ინციდენტი გახდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „პროვოკატორი, ხულიგანი, უინტელექტო და ბინძური კაცი“

👉 ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

👉 „ყველანი არჩევნებზე, ყველანი რეფერენდუმზე 2 ოქტომბერს“ - ნიკა მელია