მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე

ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩაურიცხა.

საინფორმაციო სააგენტო Pia.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბატონ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა.

გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა.

ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა.

გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გადაყვანილია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ამავე თემაზე:

✔️ „ნიკა მელიაზე ხომ არ დგას ეს სამყარო?!“ - მეგრელიშვილი

✔️ „ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები ხელისუფლების ხელშია“ - ადვოკატი

✔️ ევროკავშირის მათხოვრები არ ვართ - ანზორ მელია შვილისთვის გირაოს გადახდაზე