პოლიტიკა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს მოუსმინეს

ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის სხდომაზე
საგარეო საქმეთა
მინისტრის პირველ
მოადგილეს მოუსმინეს
1612191054
დაკოპირებულია

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების 2020 წლის ანგარიში მოისმინეს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა წარმოადგინა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

სხდომის დასაწყისში კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე და მისი იმპლემენტაციის მიმდინარეობაზე განცხადება გააკეთა.

„საქართველოს საბოლოო მიზანი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მთავარ საფუძველს 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება წარმოადგენს, რაც ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირის ერთიან ბაზარში გულისხმობს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება შესაძლებლობას იძლევა, რომ მისი განხორციელების პირობებში საქართველოს კანონმდებლობა დიდწილად შესაბამისობაში იყოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ბუნებრივია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლება 2024 წელს გეგმავს ოფიციალური განაცხადის გაკეთებას ევროკავშირის წევრობაზე, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე განცხადებით, ასოცირების შეთანხმება სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს და კომიტეტი შეთანხმების იმპლემენტაციის შედეგების გაცნობის მიზნით, დარგობრივ უწყებებთან თემატურ მოსმენებს გეგმავს.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ თავის ანგარიშში ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პოლიტიკურ ნაწილზე ისაუბრა და ის ღონისძიებები და აქტივობები გამოყო, რომლებიც აღნიშნული პროცესის შესრულების მიზნით გადაიდგა.

ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, 2020 წლის პანდემიის მიუხედავად, ევროკავშირთან ურთიერთობების დინამიკა არ შეცვლილა და ვიდეო კონფერენციების და ონლაინ შეხვედრების ფორმატში ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპელ კოლეგებთან ინტენსიურ თანამშრომლობას აგრძელებდნენ.

მომხსენებელმა, ამ კუთხით, პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის და მთავრობის წევრების მიერ გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა და ევროკავშირის ახალ ხელმძღვანელობასთან არსებულ თანამშრომლობის ფორმატები ახსენა.

მისივე განცხადებით, საანგარიშო პერიოდში აქტიურად გრძელდებოდა იმპლემენტაციის პროცესი, რასაც მოწმობს შესაბამისი უწყებების მიერ გატარებული რეფორმები და ევროკავშირთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებები.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით საგარეო უწყების კოორდინირებულ მუშაობასა და მექანიზმებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს როგორც სამოქმედო გეგმაზე, ასევე ყოველწლიურ ანგარიშებზე. მისივე განცხადებით, სამინისტრო სამწლიან სამოქმედო გეგმას ამუშავებს, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს როგორც პროცესების მდგრადობას, ასევე მოქმედების პროგნოზირებას და მოსალოდნელ შედეგებს.

მომხსენებელმა ევროკავშირთან დაახლოების და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესებზეც ისაუბრა და ცალკე გამოყო 2020 წელს განხორციელებული ცვლილებები, როგორიცაა ენერგოეფექტურობის სფეროს კანონმდებლობის გაუმჯობესება, შრომის კოდექსის მიღება და შრომითი უფლებების კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, ასევე, ტყის კოდექსის მიღება და პროფესიული განათლების კანონმდებლობა.

მინისტრის პირველი მოადგილის გამოსვლის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კომიტეტის წევრებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ვახტანგ მახარობლიშვილს კითხვებით მიმართეს და მათთვის საინტერესო საკითხებზე დამატებითი ინფორმაციები მოისმინეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში კომიტეტის თავმჯდომარემ შეაფასა და მომხსენებელს გაწეული საქმიანობისთვის და წარმოდგენილი ანგარიშისთვის, მადლობა გადაუხადა.

„ევროკავშირში გაწევრიანება და ამის მიღწევა არა მხოლოდ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველადი ამოცანაა, არამედ ამ მიზნის მიღწევაში განსაკუთრებული როლი ჩვენი საზოგადოების ყველა სეგმენტის ჩართულობას აქვს. იმედი მაქვს, რომ ამ მიზნის მიღწევაში ერთიანი ძალებით შევძლებთ მუშაობას და პროგრესს 2024 წლამდე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სხდომის დასასრულს, კომიტეტის წევრებმა საორგანიზაციო საკითხები და მე-9 მოწვევის პარლამენტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე მუშაობის გაგრძელების მიზანშეწონილობა განიხილეს.

ავსტალიის მოქალაქე შანაი
ბრუკი თბილისში
გარდაცვლილი იპოვეს

შსს ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალებაზე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრალიის მოქალაქის, 31 წლის შანაი ბრუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე , 31 წლის შანაი ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ავრცელებს.

1627744552

საფრანგეთის დედაქალაქში და ქვეყნის მასშტაბით 150 ათასამდე ადამიანი საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. ისინი ე.წ „ჯანმრთელობის საშვს" აპროტესტებენ. ამის შესახებ france24.com იუწყება.

1627743626

„ამ შარლ მიშელმა პილატესავით დაიბანა ხელი, არაფრის მთელი განცხადებები გააკეთა და წავიდა ევროპაში. რას ნიშნავს ეს?“, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

1627738388
ფასიანი მომსახურება
სოჭის პლაჟზე

სოჭის პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია (ვიდ...

სოჭის კერძო პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია. პლაჟზე შესაბამისი ინფორმაციაა გამოქვეყნებული, სადაც სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად „წყალზე სამაშველო ოპერაციის“ ფასიც არის მითითებული. ის 800 რუსულ რუბლს (34 ლარს) შეადგენს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

1627729488
„დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის სულ 11 მუტაციაა ცნობილი, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთში მასობ...

მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს.

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასია...

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.