მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროპული საქართველო“ 21 ივნისის კენჭისყრაში მონაწლეობას მიიღებს

ევროპული საქართველოს წევრი, 2020

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტია 21 ივნისის რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას მიიღებს და საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს დაუჭერს.

ბაქრაძის თქმით, ხვალინდელი დღე გადამწყვეტი იქნება და პირველ მოსმენაზე დასწრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

„8 მარტის შეთანხმებას 2 მთავარი კომპონენტი აქვს, ეს არის პოლიტიკური პატიმრების გამოშვება და საარჩევნო სისტემის შეცვლა, ამ მომენტის მდგომარეობით არცერთი კომპონენტი არაა შესრულებული. გიორგი რურუა რჩება პატიმრობაში და ხვალ იქნება კენჭისყრა. იმისთვის, რომ ამ შეთანხმებას ჰქონდეს შესრულების პერსპექტივა, იმისთვის, რომ ხვალ „ქართული ოცნების" მხრიდან არ ვიხილოთ ისეთივე გადაგდება, როგორიც ვიხილეთ ნოემბერში და ამით წერტილი არ დაესვას ქვეყანაში პროპორციულ და სამართლიან სისტემაზე გადასვლის პერსპექტივას, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ევროპული საქართველო" მონაწილეობას მიიღებს ხვალ სხდომაში და პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ხვალ გადაწყდება პოლიტპატიმრების ბედიც და პროპორციული არჩევნების საკითხიც. ჩვენ, „ევროპული საქართველო“, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, მონაწილეობას მივიღებთ ხვალინდელ კენჭისყრაში და მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

21 ივნისს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ.