პოლიტიკა

გახარია ამბობს, რომ წარსულზე არ ისაუბრებს, მაგრამ 20 ივნისთან დაკავშირებით ტყუილი მოიგონა - მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი
მამუკა მდინარაძე, პარტია
„საქართველოსთვის“
დამფუძნებელი გიორგი
გახარია Pia.ge
1628001973
დაკოპირებულია

„თუ გიორგი გახარია საუბრობს ღირსებაზე და ამბობს, რომ წარსულზე საუბარი არ სურს, მაშინ გაიხსენოს, რაც იკადრა რამდენიმე კვირის წინ, როდესაც თქვა, რომ 20 ივნისს პარლამენტარები კურდღლებივით დაიმალნენ. ოღონდ ეს კი არ მოყვა, არამედ მოიტყუა კიდეც. ანუ წარსულზე კი არ ისაუბრა, არამედ ტყუილი მოიგონა და ასეთი რამ აკადრა ყოფილ თანაგუნდელებს და პირადად მეც“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს ხშირად საყვედურობენ, რომ სულ „ნაციონალებზე“ საუბრობენ, მაგრამ აქ შეუძლებელია, „ნაცმოძრაობა“ არ ახსენო.

„როგორც „ნაციონალები“ წლების განმავლობაში პიარის შედეგად ცდილობენ, როგორმე „ქართული ოცნება“ დაიმსგავსოს, იგივე დაემართა და იმავეს აკეთებს გახარია. ჩემთვის ამის თქმა არაა მარტივი, თანაგუნდელები ვიყავით, ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ მასაც ეს კომპლექსი ამოძრავებს. ის ლაპარაკობს ღირსებაზე და ამბობს, რომ წარსულზე არ ისაუბრებს, მაგრამ ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს. ამ ადამიანმა ყველაზე კრიტიკულ მომენტში თავის გუნდს დანა ჩაარტყა ზურგში, ის გადადგა „ნაცმოძრაობისა“ და მისი ფორმალური თავმჯდომარისთვის. თუ ეს ადამიანი საუბრობს ღირსებაზე, მაშინ გაიხსენოს, რაც იკადრა რამდენიმე კვირის წინ, როდესაც თქვა, რომ 20 ივნისს პარლამენტარები კურდღლებივით დაიმალნენ. ოღონდ ეს კი არ მოყვა, არამედ მოიტყუა კიდეც. ანუ წარსულზე კი არ ისაუბრა, არამედ ტყუილი მოიგონა და ასეთი რამ აკადრა ყოფილ თანაგუნდელებს და პირადად მეც. ერთი წამით არ მიმიტოვებია პარლამენტის შენობა, იქ ვიყავი და ყველას კარგად ახსოვს ეს კადრები“, - განაცხადა მდინარაძემ.

ციციშვილის სახელობის
ბავშვთა ახალი კლინიკის
სამედიცინო დირექტორმა,
მაია ჩხაიძემ სატელევიზიო
ეთერში  ბავშვებში გაზრდილ
ინფიცირებაზე ისაუბრა.

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები ი...

„კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

1632039410

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში არსებულ ეპიდსიტუაციასა და აცრების მაჩვენებელზე ისაუბრა. მისი თქმით, აცრების მაჩვენებელმა იკლო.

1632042201

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

1632041313

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632040609

19 სექტემბერი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღეა. იუბილე ცენტრის დისლოკაციის ადგილზე, ახალქალაქში, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით აღჭურვილი ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1632039043
ჯუანშერ ბურჭულაძე
ეროვნული თავდაცვის
აკადემიაში გაუმჯობესებულ
პირობებს გაეცნო

ჯუანშერ ბურჭულაძე ეროვნული თავდაცვის აკადემია...

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა და განახლებულ პირობებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„დაიმახსოვრეთ, გახარია რუსეთზე მომუშავე...

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია რუსეთის ინტერესებისთვის მუშაობს.

Bloomberg-მა მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების...

სააგენტო Bloomberg-ის თანახმად, მსოფლიოში უმდიდრესი ვალტონის ოჯახია, რომელიც უმსხვილეს საბითუმო და საცალო გაყიდვების ქსელს Walmart-ს ფლობს. ოჯახის ქონება ჯამში 238.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩემი ოჯახის ტრაგე...

თბილისში მოკლული ნიკა კვარაცხელიას მამიდა ჟურნალისტებს მიმართავს. იგი მედიისგან ითხოვს არ მოხდეს ფაქტების დამახინჯება და ახალგაზრდას სახელის შებღალვა.