მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია ბოკერიას: არჩევნებთან რაც უფრო ახლოს მიდიხართ, ისტერიკის ხარისხი გემატებათ

პრემიერი და ვიცე პრემიერი პარლამენტში

„რატომ ნერვიულობთ, რიგში ხომ დგახართ? დამელოდეთ წყნარად, მშვიდად, ნერვებს გაუფრთხილდით“, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ წევრს გიგა ბოკერიას, რომელიც დეპუტატების კითხვებზე პრემიერის პასუხებთან დაკავშირებით დარბაზში რეპლიკებს გამოთქვამდა.

„ადამიანურად მოგიწოდებთ, დამშვიდდით, დაწყნარდით, ნერვებს გაუფრთხილდით, წინ არჩევნებია, მესმის, რომ არჩევნებთან რაც უფრო ახლოს მიდიხართ, ისტერიკის ხარისხი გემატებათ, მაგრამ ხელებს ნუ იშვერთ, დამშვიდდით. კითხვას აქვს თავისი რიგი და მშვიდად დამელოდეთ“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიგა ბოკერიას.

პარლამენტში პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ. ის დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარსდგა. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.