მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია იძულებული რომ არ გამეხადა გადამდგარიყო, ხმას ამოიღებდით?! - ნიკა მელია უმრავლესობას

გახარია იძულებული რომ არ გამეხადა გადამდგარიყო, ხმას ამოიღებდით?!

თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც შემთხვევით, დროებით აღმოჩნდით ხელისუფლებაში, წარმოადგენთ კლეპტოკრატ ადამიანთა წრეს, რომელიც ემსახურება მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ფიზიკურ დაპირისპირებასაც კი არ ერიდებოდით ჩემთან ბატონი გახარიას გამო და სულ რამდენიმე კვირის წინ მთელი აპოლოგია გქონდათ მიძღვნილი გახარიასადმი. დღეს რას აკეთებთ?! დღეს უძღვნით პასკვილებს, მას დებთ პოლიტიკურ მიწაში, აბრალებთ ყველაფერს, რასაც აბრალებთ ნებისმიერს, ვინც უბრალოდ აპროტესტებს თქვენ უმსგავსობას.

კითხვა მაქვს, ის რომ დღესაც ყოფილიყო თქვენი პრემიერმინისტრი და იძულებული არ გამეხადა ის გადამდგარიყო, ნებისმიერი თქვენგანი ხმას ამოიღებდით?! ანუ ნებისმიერი თქვენგანი კვლავ ტაშს დაუკრავდით ამ ადამიანს. ეს არის თქვენი რეალური პოლიტიკური სახე და როცა გიყურებთ არ მიიღოთ შეურაცხყოფად, არ მინდა ტყუილი გაკადროთ.

ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენი თავის არსებობისაც არ გჯერათ.

როგორც მე მიხუთავდა სულს ის სამაჯური, რომელიც მე მოვიხსენი, საზოგადოების დიდ ნაწილს ზუსტად ისე უხუთავს ეს პარლამენტი სულს.

სანამ სულში პირი გვიდგას, დარწმუნებულები იყავით, რომ მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება არ გექნებათ“ - განაცხადა ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ამნისტიის კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება.

განხილვას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის კანონპროექტს მხარს არ უჭერენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ალეკო ელისაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ 5 კითხვით მიმართავს

👉„ნიკა მელიას გამო ჩავწერეთ ამნისტია შეთანხმებაში და ახლა ხელს რომ არ აწერთ, უხერხული არ არის?“ - ელისაშვილი ენმ-ს

👉 „მე კი არა, თქვენ ყოფილ პრემიერ-მინისტრს არ სწყალობთ“