მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გახარია ჯერ მოვიდეს პოლიტიკაში და მერე მოგახსენებთ ჩემს აზრს“- ნათია თურნავა

საყოველთაო ინტერნეტიზაცია, გაზიფიცირება და უშუქო სოფლების ელექტრიფიკაციის პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია წლების განმავლობაში ბევრი კარგი გადაწყვეტილების თანამონაწილე იყო.

გიორგი გახარია წლების განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის წევრი და ბევრი კარგი გადაწყვეტილების თანამონაწილე.

ჯერ მოვიდეს პოლიტიკაში და მერე მოგახსენებთ ჩემს აზრს. ჯერ არ ვიცით, რა პლატფორმით მოდის და რა იქნება მისი ძირითადი იდეა, მე არ მინდა სპეკულაციები ამ თემაზე“- განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და გეგმების შესახებ საზოგადოებას უახლოეს მომავალში შეატყობინებს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ხელისუფლება იტყვის გახარია სააკაშვილს შეეკრა, ოპოზიცია იტყვის ბიძინას პროექტიაო“ - გია ხუხაშვილი

✔️ალექსი პეტრიაშვილი: დაველოდოთ გახარიას განცხადებებს, თუ რა დამოკიდებულება ექნება „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მიმართ