მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გახარია „ქართულ ოცნებას“გაუყოფს ხმებს“ - ლევან იოსელიანი

იოსელიანი გახარიაზე

„გახარიას ამომრჩეველი ის ხალხი იქნება, რომელმაც მას „ფეისბუქ“ პოსტზე კომენტარი დაუწერა,“ - პარტია „მოქალაქეების“ წევრი, დეპუტატი ლევან იოსელიანი პოლიტიკაში დარჩენის შესახებ გიორგი გახარიას განცხადებებს აფასებს.

მისი თქმით, ქართველი ამომრჩეველი უკვე მარტივად ხვდება რეალური ოპოზიციის ვინაობას.

„დღეს აღარ არის იმის ფუფუნება რომ ე.წ. კვაზი ოპოზიციის როლი მოირგო. ამომრჩეველი უკვე მარტივად ხვდება, რეალურად ვინ არის ოპოზიციონერი და ვინ თამაშობს,“ - აღნიშნავს იგი.

იოსელიანს გახარიას სამოქმედო გეგმებისა და დამოუკიდებლობის შესახებ ვერსია არ აქვს.

„სხვა პრემიერებისგან განსხვავებით, მხოლოდ მას აღმოაჩნდა პოლიტიკური პარტიის შექმნის რესურსი პიროვნული პოლიტიკური კაპიტალის თვალსაზრისით,“ - განაცხადა მან.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ოპოზიციის ხმებს წაიღებს გახარია, თუ „ქართულ ოცნებას“ გაუყოფს ხმებს, იოსელიანის პასუხი შემდეგია:

„მისი ამომრჩეველი იქნება ის ხალხი, რომელმაც მას გადადგომის დროს „ფეისბუქ“ პოსტზე კომენტარი დატოვა, ანუ „ქართული ოცნების“ ყოფილი ამომრჩევლები, ის „ქართულ ოცნებას“გაუყოფს ხმებს.“

იოსელიანი არ ფიქრობს, რომ გახარია პოლიტიკურ ასპარეზზე მესამე ძალა იქნება.

„მგონია, რომ მესამე ძალის ფუნქციის აღება ერთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ცალკე აღებული ძალიან გაუჭირდება. მესამე პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდება რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ერთობლიობისგან.

მეეჭვება ვინმე ერთმა ლიდერმა, როგორი მხარდაჭერაც არ უნდა ჰქონდეს, ასეთი არავინ მეგულება, რომ მთლიანობაში მესამე ძალის ტვირთი ასწიოს,“ - აღნიშნავს ლევან იოსელიანი.

მისი თქმით, ნებისმიერი ახალი პოლიტიკური პარტიის გამოჩენა, თუ მას ხალხის მხარდაჭერა აქვს, ძალიან საინტერესოს გახდის პოლიტიკურ ცხოვრებას.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და გეგმების შესახებ საზოგადოებას უახლოეს მომავალში შეატყობინებს.

აგრეთვე დაინტერესდებით:

🔺 „სიტემის შეცვლას ვერ შეძლებს“ - ბესელია გახარიას პოლიტიკაში დარჩენის ორ ვერსიას განიხილავს

🔺 „დღეს განვაცხადე, რომ ქართულ პოლიტიკაში ვრჩები“ - წერს გახარია „ტვიტერზე“

🔺 დეკანოიძე გახარიაზე: არაფერი განსაკუთრებული მასში არ არის