მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: მოუთმენლად ველი ჩვენი ევროატლანტიკური დღის წესრიგის განხილვას მაიკ პომპეოსთან

პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ტვიტს ეხმაურება, სადაც ის წერს რომ აღფრთოვანებულია თბილისში ყოფნით.

„მაიკლ პომპეოს ვიზიტი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის სიძლიერის კიდევ ერთი დემონსტრირებაა“, - წერს გიორგი გახარია.

საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ტვიტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ თბილისში ჩამოფრენის შემდეგ დაწერა.

„აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მტკიცე ურთიერთობა აკავშირებს, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს ერთგულებას ემყარება. მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში“, - წერს მაიკლ პომპეომ „ტვიტერში“.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 მაიკ პომპეო: აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით

👉 აშშ-ის საელჩო: მაიკ პომპეო სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე ყურადღებას გაამახვილებს