მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: „ოცნების“ ნაწილი ვიყავი და ერთი სიტყვა არ გადამიბრუნდება წარსულზე რაღაც აუგი ვთქვა, ჩემთვის ეს მიუღებელია

პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია Pia.ge

„ახლა მთავარი არის, რომ ამ არჩევნებზე ისეთი ნაბიჯი გადავდგათ და ისეთი არჩევანი გავაკეთოთ - ამ ქვეყანაში ლანძღვა, გინება, ჭორაობა, დავიდარაბა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ. როგორ შეიძლება ყველა არჩევნებზე აი, ასე ერთმანეთი ვლანძღოთ ქართველებმა, რაღაცა ღირსება ხომ უნდა იყოს? - არ შეიძლება!“ - ამის შესახებ ექსპრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თავადაც „ოცნების“ ნაწილი იყო და ამიტომ „ერთი სიტყვა არ გადაუბრუნდება თავის წარსულზე“.

„მეც „ოცნების“ ნაწილი ვიყავი და ერთი სიტყვა არ გადამიბრუნდება ჩემს წარსულზე, რაღაც აუგი ვთქვა, რადგან კარგი თუ იყო და ცუდი რაც იყო - ჩემი ნაწილია, ხომ? მომავალში შეიძლება ბევრი დისკუსია გვქონდეს და მომავალში ბევრ რამეში არ დავეთანხმოთ ერთმანეთს, მაგრამ ასე წარსულზე...ჩემთვის ეს მიუღებელია! ვთვლი, რომ რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა გვლანძღონ, ჩვენ მაინც ღირსეულად უნდა მოვიქცეთ და ღირსება უნდა იყოს ჩვენი მთავარი ფასეულობა და კრიტერიუმი“, - ამბობს გახარია.

გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ცვლილებების მიღწევა და მდგომარეობის გაუმჯობესება სწრაფად შეიძლება ერთიანობის და კეთილსინდისიერად მუშაობის შემთხვევაში.

„ჩვენ ამ ქვეყანას ვემსახურებით - ამიტომ ვამბობ, რომ არავის წინააღმდეგ არა ვართ, არავის არ ვეომებით. ჩვენ გვაინტერესებს ქვეყანა როგორ გამოვიყვანოთ იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ახლაა. ამიტომ წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ჩხუბის გარეშე ეს ქაოსი უნდა დავასრულოთ, ამ ქაოსიდან უნდა გამოვიდეთ, რომ ახალგაზრდებს გზა გავუხსნათ და ამ ქვეყნიდან გაქცევა კი არა, დარჩენა უნდოდეთ.

საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება ძალიან სწრაფად.უბრალოდ გვჭირდება ერთიანობა, კეთილსინდისიერება, არანაირი კორუფცია, არანაირი ნეპოტიზმი და საქმეს უნდა მივხედოთ და გამოვა ყველაფერი“, - ამბობს გახარია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „გუნდის შიგნით გახარიას მეტსახელი იყო „ბოლი“ – ირაკლი კობახიძე

🔴 „ვრჩებით არა პარლამენტში, არამედ შეთანხმების ერთგულები“ - ბადრი ჯაფარიძე