მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: თავდამსხმელის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს

პრემიერი 2020

„გუშინ ზუგდიდში შექმნილი ურთულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ეს იყო პირველი რიგის ამოცანა. რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამართალდამცავ სისტემას აქვს უმთავრესი ამოცანა- მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირი იყოს უმოკლეს ვადებში დაკავებული. ამაზე დღეს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიზნის მისაღწევად, ყველა კანონიერი უფლება, ინსტრუმენტი და შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული.

„მიზანი მიღწეულ უნდა იქნას იმისთვის, რომ შემდგომში მსგავსი დანაშაულის ჩამდენებს დაუსჯელობის განცდა არ გაუჩნდეთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 20-მდე ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და 3 მძევლის თანხლებით დატოვა. მისი კვალი სოფელ კირცხის ტყეში იკარგება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 „პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა“ - ირაკლი კვარაცხელიას პირველი კომენტარი

👉 სავარაუდოდ, გამტაცებელი მძევლებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიისკენ გადაადგილდება