მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარიას პარტია დაამთავრებს, როგორც ბურჭულაძის პარტიამ დაამთავრა - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Pia.ge

„საბოლოო ჯამში გახარიას პარტია დაამთავრებს, როგორც ბურჭულაძის პარტიამ დაამთავრა, ანუ, პრაქტიკულად ნულით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამორიცხულია, გახარიას პარტიამ არჩევნებზე ორნიშნა პროცენტი აიღოს.

„თქვენ სვამთ კითხვას, რა უნდოდა მაშინ გახარიას? მოდით შევატრიალოთ ეს კითხვა - დღეს რა უნდა გახარიას? რამდენი პროცენტი შეიძლება აიღოს? ორნიშნა გამორიცხულია. მათ შორის ჩვენს მონაცემებზე დაყრდნობით. ვთქვათ, 7%, რაც ჭერის ჭერიც არ არის. მე მგონი, საბოლოო ჯამში მისი პარტია დაამთავრებს, როგორც ბურჭულაძის პარტიამ დაამთავრა. ანუ, პრაქტიკულად ნულით. მაქსიმუმ 7%-თეორიული დაშვება რომ გავაკეთოთ, ამ შემთხვევაში თბილისში გაჰყავს 2-3 კაცი საკრებულოში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში გაჰყავს 2-3 კაცი საკრებულოში, ზოგან შეიძლება ერთი კაცი გაიყვანოს. როდესაც საუბარია 43%-ზე, ჩვენ ხომ ყოველთვის ამას ვამბობთ, მისი ერთადერთი ამოცანა და დავალება არის ის, რომ როგორმე დაგვაახლოვოს 43%-ს. ეს სცენარი ვის ინტერესებშია? გავყვეთ ლოგიკას? საინტერესოა, რა ხდება მერე? ხომ ყველამ კარგად ვიცით, თქვენ რომ წარმოიდგინოთ, რომ ასეთი რაღაც მოხდა, ვინ ბრუნდება ხელისუფლებაში?“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, თეორიულად, რომ დავუშვათ ეს ასე ვერ მოხდება, იმიტომ, რომ 43% -მდე „ქართული ოცნება“ არ ჩამოვა.

„ჩვენ 48% ავიღეთ წინა არჩევნებზე და არავითარი მინიშნება იმის, რომ ჩვენი მაჩვენებელი რადიკალურად შემცირდება, 5% არ არის ცოტა, ამის არავითარი მინიშნება არ არსებობს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ჟურნალისტის შეკითხვაზე - თავს იწყნარებთ? კობახიძემ უპასუხა: „ყველა არჩევნების წინ თავს ვიწყნარებდი ხოლმე და არჩევნების შემდეგ წყნარად ვიყავი, შვიდჯერ მოხდა ჩემს შემთხვევაში, ოთხი თუ ხუთი იყო ასეთი არჩევნები, სადაც უშუალოდ ვიყავი ჩართული როგორც შტაბის ხელმძღვანელი, ან მოადგილე ანუ ჩვენი პროგნოზი ამ კუთხით მართლდებოდა ხოლმე როდესაც საბოლოო ჯამში, პარტიის შედეგებზე იყო საუბარი. წინაზეც ჩვენი პრინციპული ამოცანა იყო ყოველი მეორე ხმა და ავიღეთ ზუსტად ყოველი მეორე ხმა - 48%“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.