მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარიას პარტია წალენჯიხაში პროპორციული სიის მე-13 ნომერმა დატოვა

პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი საბა კვარაცხელია, „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია Pia.ge

ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წალენჯიხის პროპორციული სიის მე-13 ნომერმა საბა კვარაცხელიამ დატოვა, მან უარი თქვა საკრებულოს პროპორციულ სიაზე დატოვა. მან წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განცხადება უკვე შეიტანა.

საბა კვარაცხელიამდე პარტია საქართველოსთვის პროპორციული სია სამეგრელოში, კონკრეტულად კი ზუგდიდში პროპორციული სიის 19 ნომერმა გიორგი ჯოჯუამ დატოვა, ის პარტიაში ერთ-ერთ ახალგაზრდულ მიმართულებასაც ხელმძღვანელობდა.

ჯოჯუას პარტიიდან წასვლა გახარიას პარტიის ადგილობრივმა ლიდერებმა ზეწოლას დაუკავშირეს, თუმცა თავად ჯოჯუამ მედიას განუცხადა, რომ მან წასვლის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 25 აგვისტოს ფეისბუკის საშუალებით გააკეთა, თუმცა ამის მიუხედავად ის პროპორციულ სიაში აღმოჩნდა.