მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გახარიასთან დაკავშირებით ჩემი შეფასება უკვე გავაკეთე, კახი კალაძე დამაჯერებლად გაიმარჯვებს“ - პრემიერი

მოქმედი პრემიერი და ყოფილი პრემიერი

„გახარიასთან დაკავშირებით ჩემი შეფასება უკვე გავაკეთე, ვინ სად დააყენებს თავის კანდიდატურას, ვინ ვის შეხვდება, ეს არის ამ ადამიანის გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ზესტაფონში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ გაკეთდა განმარტებები, შეხვედრის თაობაზე ისაუბრეს კახა კალაძემ და პარტიის ხელმძღვანელებმა.

„კითხვა, ვფიქრობ, აღარ არსებობს, არ მაინტერესებს, ვინ რას ითხოვდა, ყველას საქციელს გაეცემა პასუხი 2 ოქტომბერს. შანსები არის შემდეგი, რომ რა თქმა უნდა, კახი კალაძე გაიმარჯვებს ღირსეულად და დამაჯერებლად. მოსახლეობა ყოველთვის არჩევს კეთილს და ბოროტს, ერთგულებას და ღალატს, სიმართლეს და ტყუილს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, ექსპრემიერი გიორგი გახარია თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობისთვის იბრძოლებს.

ამავე თემაზე:

🔴 გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

🔴 მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას - მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე