პოლიტიკა

ღარიბაშვილი ერდოღანს: მინდა საჯაროდ, პირადად თქვენ გადაგიხადოთ მადლობა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის

უწყებათაშორისი
საკოორდინაციო საბჭო
მოქალაქეებს მოუწოდებს,
მაქსიმალურად გამოიყენონ
პირბადე და დაიცვან
დადგენილი რეგულაციები
1622566675
დაკოპირებულია

„მივესალმები თქვენს ხალხს, მივესალმები მედიის წარმომადგენლებს; ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან სტუმრობა; მინდა, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო თქვენდამი ასეთი თბილი მიღებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, თურქეთი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარი სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორია.

„თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ თურქეთი, მრავალი წელია, საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ერთობლივად გვაქვს განხორციელებული ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-არსი, თბილისი-ერზრუმი. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა, პრაქტიკულად ყველა საკითხი მიმოვიხილეთ, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ეხება.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთი ყოველთვის და ყველა ფორმატში მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო.

ასევე, მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტის ნათქვამს, რომელიც შეეხება ჩვენი მთავარი სტრატეგიული საბჭოს მორიგ შეხვედრას, რომელსაც მოუთმენლად ველი. განგებამ ისე გადაწყვიტა, რომ ჩვენ სამი სახელმწიფო, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, ვართ ურთიერთდამოკიდებული, გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, პარტნიორობა და რაც მთავარია მეგობრობა. ჩვენს შორის არსებობს ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად როგორც ორმხრივ, ასევე სამმხრივ ფორმატში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეგის ქარდავას
საქართველოში
ექსტრადირება

„ცრუ მოწმეების პირით მოვასმენინებ საზოგა...

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ დიდ ქალაქებში გაკრული ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები მის გემოვნებაში არ ჯდება და არც ის აინტერესებს, ვისი გაკეთებულია.

1632151070

„როდესაც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე შეგაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს ფაქტი ყველაფერზე მეტყველებს - ძალიან ნათლად იკითხება პოლიტიკური ინტერესი ამ სარჩელის უკან“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საია-ს სარჩელს.

1632150917

„ხარი ხართან დააბი“, არის ის, რაც დაემართა გიორგი გახარიას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

1632150437

„ნარკოდამოკიდებულება არ არის გახარიას მთავარი პრობლემა, მისი მთავარი პრობლემა არის ის, რომ მან ქვეყანას, გუნდს ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა და ნიკა მელიასთვის თანამდებობიდან გადადგა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1632150125
სროლა ყაზახეთში

ალმათის მკვიდრმა სააღსრულებო ბიუროს თანამშრომ...

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში პირმა, რომლის კერძო სახლიდან გამოსახლება იგეგმებოდა, ცეცხლი გახსნა და 5 ადამიანი მოკლა. ამის შესახებ BBC იუწყება.

დავით ქართველიშვილი: დაველოდოთ საია-ს „ს...

ექსპერტი დავით ქართველიშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელს ეხმიანება, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობის ეხება.

ნათია თურნავა: ადგილობრივი ექსპორტის მოც...

„საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენცია გრძელდება, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტის ზრდითაა გამოწვეული. დღეს გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი მონაცემები, რომლის თანახმადაც 2021 წლის აგვისტოში ჩვენი ადგილობრივი წარმოების ექსპორტი გაზრდილია, 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით 17,7 პროცენტით, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით - 32 პროცენტით,“ - განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

„ნაცები“ და ე.წ. არასამთავრობოები ორ ხმა...

„საიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი მაჟორიტარული ოლქების საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებით, სრულად აბსურდულია, წარმოადგენს ნაცების მიერ ამ 5 წლის წინ შეტანილი სარჩელის გადამღერებას“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელს.