მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია“ - პრემიერი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

„დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

პრემიერის თქმით, აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს და სწორედ ამიტომაც არ უნდა ჩატარდეს.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას. ჩვენ არცერთ ჩვენს მოქალაქეს არ განვასხვავებთ რაიმე ნიშნით, ჩვენ ამისთვის ყველაფერი გავაკეთე. მივიღეთ ჩვენ ანტიდისკრიმინაციული კანონი, ამავდროულად ვთქვით, რომ კონსტიტუციაში საჭიროა ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა და ჩაწერა, რაც ჩვენმა გუნდმა განახორციელა. ამით ეს საკითხი დარეგულირდა.

ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თანაცხოვრების არაერთი მაგალითი გვაქვს. მინდა ვთქვა, რომ დღესაც იმ ადამიანებსაც, რომლებიც აპროტესტებენ და გამოხატავენ საკუთარ პოზიციას, სურთ გარკვეული მარშების ჩატარება, ეს ბუნებრივია მათი უფლებაა და ჩვენ გვესმის მათი, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა. სახელმწიფომ ყველაფერი უზრუნველყო, გუშინწინ ჩაატარეს ღონისძიება აბსოლუტურად უსაფრთხოდ, მაგრამ დღეს დაანონსებული მარში და მისი ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად.

მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე. შსს მუდმივ კონტაქტზეა მარშის ორგანიზატორებთან, მათ განემარტთათ, რომ მათ აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს და მათ მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. მინდა მივმართო მათ, რომ გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.