მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ღმერთმა ქნას, „ქართულ ოცნებას“ კოალიციისთვის ჩვენ დავჭირდეთ“ - იაგო ხვიჩია

 საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებით კრიზისის აღმოფხვრის პროცესი დაიწყო

„ღმერთმა ქნას, „ქართულ ოცნებას“ კოალიციისთვის ჩვენ დავჭირდეთ, რადგან ჩვენს კოალიციაში თანხმობას საკმაოდ ძვირად გავყიდით და ერთ-ერთ ისეთ თავისუფლებას წამოვიღებთ ამ პროცესში, რომ ფუნდამენტურად შეიცვლება ადამიანებისთვის გარემო“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებისთვის“ „გირჩის“ ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულებაც კი ძალიან ძვირი ღირს.

„უბრალოდ არ დგას საკითხი ასე, რადგან „ქართული ოცნება“ არ ცდილობს ჩვენს მოსყიდვას. როცა პარლამენტში შესვლა - არ შესვლის საკითხი იდგა, ჩვენ დავასახელეთ 7 პირობა, რომლიდან ერთ-ერთის შესრულების შემთხვევაშიც კი შევიდოდით პარლამენტში და მაშინაც კი, როცა „ქართულ ოცნებას“ ძალიან უნდოდა ვინმე მაინც შესულიყო ამ პარლამენტში, მაშინაც ისეთი ზღვარი იყო თითოეული საკითხი, რომელზე დათანხმების ნაცვლად, ერჩივნათ სხვისთვის მიემართათ, რადგან იქ უფრო იაფად გამოვიდოდნენ“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ოქტომბერში „ლელოს“ მსგავსად 3%-იც რომ აიღოს რიგგარეშე არჩევნები მაინც არ დაინიშნება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „სპორტსმენების დიდი ნაწილი მთავრობის დასაყრდენი დამრტყმელი ძალა ხდება“ - ზურაბ ჯაფარიძე

👉 „მიშელის დოკუმენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელმოწერაზე უარის მიზეზი მე ვარ“ - ნიკა მელია

👉 „თუ „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს და რიგგარეშე არჩევნებს არ დანიშნავს, „ლელო“ პარლამენტს დატოვებს“ - ხაზარაძე