მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია აბაშიძე: გვარამიას ოფისში დაწერილი ეს „კვლევა“ მიანიშნებს, რომ მელია ჩაჩოჩებულია „ნაციონალურ მოძრაობაში“, 30 ოქტომბრის შემდეგ კი, იწყება ბოროტი სექტის რღვევა

ანალიტიკოსი

„გლავკანალმა“ მორიგი შეთითხნილი „სოციოლოგიური კვლევა“ წარმოადგინა. რასაკვირველია, სააკაშვილის ჯიბის ტელეარხების ე.წ. რეიტინგები არასდროს არაფერს ნიშნავს, რადგან 2012 წლიდან რადიკალები ყველა არჩევნებში მწარედ აგებენ“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია აბაშიძე ტელეკომპანია „მთავარი“-ს მიერ IPSOS Global კვლევის შედეგების გამოქვეყნებას.

„მორიგი შეთითხნილი „სოციოლოგიური კვლევა“ წარმოადგინა „გლავკანალმა“. რასაკვირველია, სააკაშვილის ჯიბის ტელეარხების ე.წ. რეიტინგები არასდროს არაფერს ნიშნავს, რადგან 2012 წლიდან რადიკალები ყველა არჩევნებში მწარედ აგებენ. არაადეკვატური ნიკა გვარამიას ოფისში დაწერილი ეს „კვლევა“ მიანიშნებს, რომ ნიკანორ მელია ჩაჩოჩებულია „ნაციონალურ მოძრაობაში“.

30 ოქტომბრის შემდეგ კი, იწყება ბოროტი სექტის რღვევა. ვერანაირი ყალბი გამოკითხვებით, ნაცოპოზიცია ვერ შეარყევს გამართულ საარჩევნო სისტემასა და ადმინისტრაციას. ცესკოს მაღალი კომპეტენცია წლებია აღიარებულია საერთაშორისო დონეზე“, - წერს აბაშიძე Facebook- ზე