მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია აბაშიძე: სააკაშვილის დესტრუქციული „ნაციონალური მოძრაობა“ საჯაროდაც აღარ მალავს, რომ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტი მათთვის „ფარატინა ქაღალდზე შეთანხმებაა“

აბაშიძე გია - ანალიტიკოსი

„სააკაშვილის დესტრუქციული „ნაციონალური მოძრაობა“ საჯაროდაც აღარ მალავს, რომ ევროკავშირის მედიატორის, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტი მათთვის არის „ფარატინა ქაღალდზე შეთანხმება“ [ავტორი აკო მინაშვილი, მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩასაშლელად მიშას მიერ მივლენილი“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

აბაშიძე პარადოქსულს უწოდებს ფაქტს, რომ „ევროპული საქართველო“, რომელსაც, მისივე თქმით, ოქსიმორონული სახელი აქვს, ევროპულ შემოთავაზებას არ დათანხმდეს:

„საზოგადოებაში ფართოდ ცნობილი, როგორც ჯალათი ახალაიების შიკრიკი და თურმე „დოკუმენტზე, რომელიც პრაქტიკულად მიუღებელია, ჩვენი ხელმოწერა რა თქმა უნდა, არ იქნება“ [ავტორია ხატია დეკანოიძე, უკრაინაში თანამდებობის მისაღებად საქართველოს მოქალაქეობაზე რომ უარი თქვა, შემდეგ გამოაგდეს და მარგველაშვილმა კვლავ დაუბრუნა].

ნინა ანზოროვნა ბურჯანაძისა და გრიგოლ ვაშაძის „მშობლიურ“ ენაზე, რომ დავწერო, ნაცოპოზიციისთვის ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული შეთანხმება ყოფილა филькина грамота.

ასევე, პარადოქსია, რომ პარტიას, რომელსაც ოქსიმორონული სახელი აქვს [„ევროპული საქართველო“], ასევე, არ სურს დათანხმდეს ევროპულ შემოთავაზებებს.

ამგვარი ქმედებებით, ცხადია, აგონიაში მყოფი, „ლუზერი“ სააკაშვილის ბრმა მიმდევარმა, დესტრუქციულმა აქტორებმა საკუთარი ნებით აირჩიეს იყვნენ „აუთსაიდერები“ დასავლეთის თვალშიც“, - წერს აბაშიძე და ფოტოებს აქვეყნებს.