მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია აბაშიძე: შეერთებულ შტატებს გამოწვევების უდიდესი კასკადი აქვს ავღანეთის გამო შინ და მოკავშირეებთან და ამ ორმა, ყოფილმა დიპლომატმა ახლა მოიცალეს უდროო, უარგუმენტო ცილისწამებისთვის

ექსპერტი გია აბაშიძე Pia.ge

დიდი კონტენტ-ანალიზიც არ სჭირდება აშშ-ის ყოფილი დიპლომატების, ამჟამად ლექტორ-მკვლევარების ამ შეკვეთილ წერილსაც, რითაც კიდევ უფრო მყარდება მათდამი უნდობლობის ხარისხი, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე იან კელისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დევიდ კრამერის ერთობლივ წერილს.

„ტექსტში არაერთი უზუსტობაა, გამოყენებული მოსაზრებები ერთი ერთში ემთხვევა საქართველოს დესტრუქციული ოპოზიციის „მესიჯბოქსს“ და ბრალდებები სრულიად დაუსაბუთებელია. იცით, რა დონეზე შედგენილ არგუმენტირებულ ტექსტს მაგონებს? ივნისში, ვაშინგტონში, ნიკანორ მელიას „ტრიუმფალური, უპრეცედენტო ოფიციალური დონის შეხვედრები“ რომ ჰქონდა პენსიაზე გასულ ზოგიერთ ელჩთან კაფეებში.

შეერთებულ შტატებს გამოწვევების უდიდესი კასკადი აქვს ავღანეთის გამო შინ და მოკავშირეებთან და ამ ორმა, ყოფილმა დიპლომატმა ახლა მოიცალეს უდროო, უარგუმენტო ცილისწამებისთვის. Give me a break! „ნაცებო“, სექტის მიღმა დაიჯერება მსგავსი პოლიტიკური boolshit? - წერს გია აბაშიძე.