მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია ხუხაშვილი: ხელისუფლების დანაშაულის ამნისტირება ქმნის სახიფათო პრეცედენტს

„ცხადია, ოპოზიცია იტყვის გახარიაზე, რომ ის ბიძინას პროექტია“

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ამნისტიის პროექტი შეიძლება გახდეს კონსტიტუციური დავის საგანი.

„თავი რომ დავანებოთ ივნისის მოვლენებს და უბრალოდ შევხედოთ ზოგად კონტექსტს:

ხელისუფლების დანაშაულის ამნისტირება ქმნის სახიფათო პრეცედენტს, როდესაც ის იძალადებს და მერე საკუთარ თავს „აპატიებს“.

ვფიქრობ, რომ ეს აქტი შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას და გახდეს შესაბამისი კონსტიტუციური დავის საგანი.“ - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შედგენილ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

6 თვიანი ბოიკოტის შემდეგ , პარლამენტში ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით პირველი პლენარული სხდომა გაიმართა.

შეთანხმების მიხედვით, ხელმოწერიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება.

იხილეთ აგრეთვე:

🔵ამნისტიის პუნქტი შეგვეშალა - რურუა მიშელის დოკუმენტზე

🔵„ამნისტია უნდა შეეხოს მათ, ვის მიმართაც გამოძიება დაწყებულია ან მომავალში დაიწყება“- ირაკლი კობახიძე