მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია ხუხაშვილი: საარჩევნო მოდელის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ყველა მხრიდან ავანტიურიზმი ახასიათებს

ექსპერტის კომენტარი თეა წულუკიანზე

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილი განცხადებით, ახალი საარჩევნო მოდელის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჰაერშია დაკიდებული და მის ირგვლივ როგორც სახელისუფლებო გუნდიდან, ისე ოპოზიციის მხრიდან ავანტურისტული პროცესები ვითარდება.

ამასთან ხუხაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული პროექტი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მატარებელია და ის ქვეყანას უზურპატორული მმართველობის სისტემისგან დაიცავს. ხუხაშვილი იმედს იტოვებს, რომ საარჩევნო მოდელი ბოლომდე გავა და დამტკიცდება.

„მთელ ამ პროცესს ახასიათებს ყველა მხრიდან გარკვეული ავანტურიზმი. ფაქტობრივად, ჰაერშია დაკიდებული დღემდე, მე მაინც იმედი მაქვს, რომ სიურპრიზები არ იქნება და რაღაც. ჩვენი პოლიტიკური ელიტა, როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიცია, აბსოლუტურად გაკოტრებული და ღრმა კრიზისშია სახელმწიფოებრივად ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის შანსი, რომ ჩვენ დავამკვიდროთ ქვეყანაში მულტიპარტიული დემოკრატია, დავიხსნათ ქვეყანა უზურპატორებისგან. ცვლილებების ჩაგდება სახელმწიფოებრივად დამაზიანებელი იქნება. სამწუხაროდ ხელისუფლებამ იკადრა და ერთხელ გადააგდო საზოგადოება და თუ ახლა ამ პროცესის მეორე სერია ვნახეთ, რაღა მნიშვნელობა აქვს. ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ თუ პირველ შემთხვევაში პასუხისმგებელი იყო ერთი ადამიანი, ახლა პასუხისმგებლობა გადანაწილდება ოპოზიციაზეც და ხელისუფლებაზეც“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა Pia.ge-სთან საუბრისას.

პარლამენტმა ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენითაც დაუჭირა მხარი.

ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.