მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიგი უგულავა იზოლაციის წესების დარღვევისთვის 2 000 ლარით დაჯარიმდა

უგულავა ივანიშვილის წასვლას გამოეხმაურა

გიგი უგულავა იზოლაციის წესების დარღვევისთვის 2 000 ლარით დაჯარიმდა.

შსს ცნობით, გიგი უგულავა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა.

ცნობისთვის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კორონავირუსით 7 ოქტომბერს ინფიცირდა, ხოლო 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე იმყოფებოდა და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

15 ოქტომბერს გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ის აქციაზე უარყოფითი პისიარ ტესტის პასუხის საფუძველზე იმყოფებოდა. ამის შესახებ უგულავამ ფეისბუკზე განაცხადა და პისიარ ტესტის პასუხიც გამოაქვეყნა:

„მეგობრებო, გუშინდელი დღის მერე განსაკუთრებულად გაიზარდა ინტერესი ჩემი ჯანმრთელობის მიმართ. მე სრულად ჯანმრთელი ვარ. ასე ვიყავი გუშინაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა.

ცხადია არასდროს არც ჩემს და მით უმეტეს არც სხვის ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩავაგდებ. ამას მათთვის ვამბობ ვინც მართლა შეწუხდა და განიცადა და ბოლოს აიცერით ხალხნო. ნუ იქნებით მთავრობის იმედად. აიცერით რომ კარგად იყოთ თქვენც და თქვენი ახლობლებიც. გისურვებთ ჯანმრთელობას“, - დაწერა უგულავამ სოციალურ ქსელში.