მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ შეხვედრებს აშშ-ში გამართავს

გიორგი გახარია აშშ-ში

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი გახარიას, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრ კახაბერ ქემოკლიძეს და პოლიტიკურ მრჩეველს ლევან დოლიძეს აშშ-ში შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საექსპერტო, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან ექნებათ.