მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა

პარტია საქართველოსთვის დამფუძნებელი

ექსპრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს პარტიიდან აცნობეს, გახარია ბრიუსელში დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს.

„გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ბრიუსელში დღეს გაემგზავრნენ და შეხვედრები ექნებათ როგორც ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ასევე ნატოში. ამასთან, ისინი შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან“, - ნათქვამია „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.