პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენ გუშინ ვნახეთ ცესკოს შენობის შტურმის მცდელობა

პრემიერი ბრიფინგზე
1604912098
დაკოპირებულია

„ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცესკოს შენობის შტურმის მცდელობა და პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა - ხალხის, რომელზეც დღეს დგას ეს ქვეყანა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირ მოწოდებაზე რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი.

„ბოლო თვეების განმავლობაში, ყველა, ვინც აქ ვართ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ვებრძვით ერთდროულად პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონში ომს და ვცდილობთ, პროცესის შემდგომი დემოკრატიზაციის ხარისხი გავზარდოთ. ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები. 31 ოქტომბერს, პანდემიის პირობებში, როდესაც რეალური რისკი არსებობდა, საქართველოს მოქალაქე ადგა, მივიდა არჩევნებზე და მისცა ხმა. თან მივიდა ისე, რომ ეს იყო გლობალური პანდემიის პირობებში მსოფლიოში ჩატარებული არჩევნების დროს აქტივობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და 2016 წლის არჩევნების აქტივობაზე მაღალი მაჩვენებელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ რაოდენობის მოქალაქე მივიდა, ხმა მისცა და თქვა, რომ 9 პარტიას ვაძლევ მანდატს იმისთვის, რომ ეს ხალხი პარლამენტში შევიდეს.

ჩვენ გონიერი ხალხი ვართ და ყველას კარგად გვესმის, რომ ფაქტობრივად, საქართველოს მოქალაქემ ჩვენ ყველას, იმ 9 პარტიასაც, დაგვავალა, ქვეყანას მიხედეთ, ქვეყანას მოუარეთ და ეს რომ დაგვავალა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იგულისხმა, მოუარეთ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს და ეს ყველაფერი ისე გააკეთეთ, რომ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესი არ გააჩეროთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას შეფასებით, ნებისმიერ კანონდარღვევას, ძალადობასა და ძალადობისკენ მოწოდებას, ყველაფერს, სამართლებრივი ანალიზი სჭირდება.

„ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები. ჩვენ, ყველანი ერთად, ყოველდღიურად ვართ პროცესში, რომელსაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა ჰქვია. თითო საწოლ ადგილს ვითვლით ქვეყანაში, თითო სასწრაფო დახმარების ბრიგადას ვითვლით ქვეყანაში და ვზომავთ, თითოეული ექიმი სად გადავანაწილოთ და ეკონომიკურ განზომილებაში კიდევ უფრო მეტი გამოწვევებია. ჩვენ ვცდილობთ, ამ ყველაფერს ისე მოვერიოთ, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გავზარდოთ.

რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მშვიდობას და დემოკრატიას ალტერნატივა არ აქვს. ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინიციატივით და მათი დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

👉ინფორმაციისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ 8 ნოემბერს მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლეს. მათ ცესკოს ეზოში სურდათ შესვლა, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა მათ არ მისცეს.

👉აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღდმეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

აგრეთვე დაგაინტერტესებთ:

👉კახა კალაძე: საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ

👉როგორია აქციაზე დაშავებული მოქალაქეების მდგომარეობა- ექიმის განმარტება

👉შსს: პოლიციას უფლება ჰქონდა, წყლის ჭავლი გაფრთხილების გარშე გამოეყენებინა

ათენში ტყის ხანძრებს
ებრძვიან - ათასობით
ადამიანი სახლებს ტოვებს

ათენში ტყის ხანძრებს ებრძვიან - ათასობით...

ათენში ტყის ხანძარი გაჩნდა, ცეცხლმა საცხოვრებელ ადგილებამდე მიაღწია, - ამის შესახებ apnews-ი იუწყება.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ქალაქის ძლიერ გამაგრებულ „მწვანე ზონასთან“ ახლოს, სამთავრობო შენობების და უცხოური საელჩოების ადგილას აფეთქება და სროლა მოხდა, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

1628019009

ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი საბერძნეთში გავრცელებული ხანძრების გამო იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

1628017672

„კორონავირუსის ბევრი მუტაცია არსებობს, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ სტუმრობისას განაცხადა.

1628015887
ცესკომ თავმჯდომარის
მოადგილედ ოპოზიციური
პარტიის მიერ დანიშნული
წევრი პირველად აირჩია

ცესკომ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციური პარტ...

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) დღეიდან მუშაობას სრული, 17 წევრის შემადგენლობით იწყებს. ახალი შემადგენლობით კომისია დღეს პირველად შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

„ეს დოკუმენტი ამოწურული არაა“ - სალომე ზ...

„მიმაჩნდა და მიმაჩნია რომ ეს პროცესი, რომელი დგას ამ დოკუმენტის მიღმა, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპი, რომელსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ უნდა გაიაროს“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე და მის ანულირებაზე საუბრისას განაცხადა.

ნიუ-იორკში ვაქცინაციის დამადასტურებელი დ...

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

სროლა პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცე...

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.