მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარია ჯეიმს აპატურაის შეხვდა

გახარია და აპატურაი შეხვდნენ

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, ის გამოწვევები, რომელიც საქართველოს ეროვნულ და რეგიონულ უსაფრთხოებას უკავშირდება.

ჯეიმს აპატურაიმ და გიორგი გახარიამ შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკურ ვითარება და მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს. გიორგი გახარიამ ჯეიმს აპატურაის საკუთარი პოლიტიკური და პარტიის გეგმები გააცნო.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრებს მართავენ.

ევროპარლამენტარებს შეხვედრაზე გიორგი გახარიამ პოლიტიკურ გეგმებთან ერთად, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება გააცნო.