მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარია მერის კანდიდატზე: ვმუშაობთ, გვეყოლება ღირსეული კანდიდატი

პარტია საქართველოსთვის დამფუძნებელი

სენაკში პარტია ,,საქართველოსთვის“ ახალი ოფისის გახსნის შემდგომ გიორგი გახარიამ მედიის შეკითხვებს უპასუხა. გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისის მერობის კანდიდატზე პარტიას გადაწყვეტილება არ მიუღია და ამ საკითხზე მუშაობს.

„რაც შეეხება თბილისს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ არანაირი კონკრეტული გადაწყვეტილება თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით დღეს არ არსებობს. ვმუშაობთ გვეყოლება ღირსეული კანდიდატი“,- აღნიშნავს გახარია.

„კანდიდატებთან დაკავშირებით გამოვიყენებთ სრულად დროს, რომელიც ჩვენ გვაქვს, როგორც ჩვენ გვეკუთვნის. მოგეხსენებათ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ - ჩვენი გამოწვევა დღეს ისაა, რომ ჩვენ ერთდროულად ვაყალიბებთ პარტიულ სტრუქტურასაც და ვმონაწილეობთ მუნიციპალურ არჩევნებშიც. ჩვენ არ გვაქვს ის ფუფუნება რაც აქვთ პარტიებს, ჩვენს კონკურენტებს - რომლებსაც ათწლეულებია და წლებია უკვე პარტიული ინფრასტრუქტურა ჩამოყალიბებული აქვთ“ - აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. მოძრაობა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდა. ამასთან, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ვიცე მერობის კანდიდატს წარადგენს.

20 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი კახა კალაძე დაასახელა.