მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარია „ნაცმოძრაობის“ ინტერესისთვის გადადგა - მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია Pia.ge

„გიორგი გახარია „ნაცმოძრაობის“ ინტერესისთვის და ამ პარტიის თავმჯდომარისთვის გადადგა. დავანებოთ თავი ინფორმაციას და შეფასებებს, ლოგიკასაც დავანებოთ თავი, ფაქტი ის იყო, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში გახარიამ თავის გუნდს ზურგში დანა ჩაარტყა“, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ ეთერში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

კითხვაზე, იყო თუ არა გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად კოვიდპანდემიის დროს კრიზისის მართვის კარგი მენეჯერი, მდინარაძემ უპასუხა:

მიუხედავად იმისა, სადაც ის თავის გუნდთან, ჩვენთან ერთად იყო წარმატებული, ეს არ უნდა უარვყოთ, შემდეგ არ დაგვიჯერებს არავინ. ახლა რომ ვთქვათ, ჩვენ ამ კაცის არ მოგვწონდა, მაშინ რატომ გყავდათ პრემიერად?“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე:

მამუკა მდინარაძე: ქვეყანას სჭირდება სოციალური კოდექსი

მამუკა მდინარაძე: დადგა დრო და ეს არის მომავალზე ორიენტირებული ყველა ხელისუფლების ერთგვარი ვალდებულება, გაწეროს სამომავლო გეგმა