მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარია: პანდემია არის ზეპარტიული საკითხი და წარმატებას ვუსურვებ დღევანდელ მთავრობას

გიორგი გახარია

„პანდემია არის ზეპარტიული თემა და მე მინდა დღევანდელ მთავრობასაც მხოლოდ წარმატებები ვუსურვო ამ საკითხში“- განაცხადა გიორგი გახარიამ პანდემიის მართვაზე პასუხისას მედიასთან შეხვედრაზე.

„ჩვენ კონტაქტები გვქონდა აქტიური როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან, ასევე ევროპის ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, კონკრეტულ მწარმოებლებთან, „ასტრაზენეკას“ ბრიტანეთის ფილიალთან - ვეძებდით ადამიანებს სხვადასხვა კონტინენტზე და კიდევ ბევრი რამე...

ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო უაღრესად აქტიურად მუშაობდა, განსაკუთრებით ჩინეთის მიმართულებით და ეს იყო შედეგები… ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ არ ვაღიარეთ, რომ სამწუხაროდ ისრაელის მსგავსი სიძლიერის და გავლენის ქვეყანა არ ვართ და რომ გავხდეთ ძალიან ბევრი შრომა გვჭირდება - მაშინ უბრალოდ ერთმანეთი უნდა მოვატყუოთ.

ჩვენ მივაღწიეთ იმას, რა რესურსი, რა შესაძლებლობები და რა გავლენებიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა“ - განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რატომ ვერ მოახერხა საქართველომ ვაქცინების ისევე მოპოვება, როგორც ისრაელმა.

იხილეთ აგრეთვე:

✅გიორგი გახარია: ჩემზე მნიშვნელოვანი არ იყო გომელაური, მაგრამ მისი გადაყენებით შიდა დაპირისპირება დაიწყებოდა ქვეყანაში

✅„ეს ადამიანები არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქმედების მსხვერპლი“- გიორგი გახარია 20 ივნისს დაზარალებულებზე

✅გიორგი გახარია: პოლიტიკური ველი უნდა გაიხსნას ახალი თაობის ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის