მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარია ფილიპ რიკერს შეხვდა

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე ფილიპ რიკერს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველო-ამერიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგშია. ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. გიორგი გახარიამ დეტალურად ისაუბრა საკუთარი პარტიის და საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ. გიორგი გახარია და ფილიპ რიკერი შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა სამომავლოდ კვლავაც აქტიურად გაგრძელდება“, - ნათქვამია „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ესწრებოდნენ.