მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარია თავს არიდებს პასუხს კითხვაზე, რაში სჭირდებოდა ორი-სამი დღე - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარია თავს არიდებს პასუხს კითხვაზე, რაში სჭირდებოდა ორი-სამი დღე. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„რაში სჭირდებოდა ორი სამი დღე - მარტივი კითხვა დავსვით რაზედაც ვერ მივიღეთ პასუხი. ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში იყო ინტერვიუ, თუმცა გახარიამ გვერდი აუარა, კითხვას. რატომ? იმიტომ, რომ ამაზე პასუხი არ არსებობს. ორი სამი დღე უკეთესობისკენ რას ცვლიდა, უარესობისკენ ბევრ რამეს ცვლიდა, მაგრამ უარესობისკენ რას ცვლიდა, ამაზე ვერაფერს ვერ იტყვის გახარია, იმიტომ რომ ყველაფერი იცვლებოდა უარესობისკენ, გამომდინარე აქედან, როდესაც არ გაქვს პასუხი, რაში გჭირდებოდა ორი სამი დღე, ბუნებრივია ეჭვები ამ შემთხვევაში არის ძალიან მძაფრი და ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება ამაზე ვისაუბროთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ამას ემატება ეჭვები დაფინანსებასთან დაკავშირებით და იკვრება გარკვეული ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც საუბრის საშუალებას იძლევა. ამას ემატება წარსულში განხორციელებული გარკვეული ქმედებები, რომელიც ამყარებს ეჭვს, რომ გახარია გავლენის ქვეშ ბევრად უფრო ადრე იყო.