პოლიტიკა

გიორგი გახარიამ ნარკოტესტთან დაკავშირებით ბევრი ეჭვი გააჩინა - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე,
პარტია „საქართველოსთვის“
დამფუძნებელი გიორგი
გახარია Pia.ge
1632423428
დაკოპირებულია

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, ნარკოტესტის ჩაბარებასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას ქმედებებმა გარკვეული კითხვის ნიშნები და ეჭვები გააჩინა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას ისაუბრა, სადაც მოქალაქეების კითხვებს უპასუხა.

კახა კალაძის თქმით, თბილისის მერობის ყველა კანდიდატს რომ ნარკოტესტი ჩაებარებინა, ეს იყო პოზიტიური წამოწყება, რაც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისკენ იყო მიმართული. ხოლო გიორგი გახარიას ქმედებები და ის, რომ მან ნარკოტესტის გაკეთება არა საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ გადაწყვიტა, გაუგებარია.

„გაუგებარია გიორგი გახარიას ქმედებები ამ ჩემს უწყინარ წამოწყებასთან დაკავშირებით. ეს იყო პოზიტიური წამოწყება, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას უკავშირდება. დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მიმართულება. აუცილებელი არაა ყველა სპორტსმენი გამოვიდეს, თუმცა ჯანსაღი ცხოვრება და ამის პოპულარიზაცია, საჭიროა. მეგონა, რომ პირველი გიორგი იქნებოდა, ვინც ამ ყველაფერში მხარს ამიბამდა, გამომყვებოდა. მაგრამ მისგან მივიღეთ გაუგებარი განცხადებები, გაუგებარ სიტუაციებში შესვლა. თავისი ქმედებებით და გადადგმული ნაბიჯებით ბევრი ეჭვი და კითხვის ნიშანი გააჩინა. არადა მარტივად შეეძლო გაეკეთებინა ყველაფერი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ნარკოტესტის თემასთან დაკავშირებით, დეტალებში შესვლას მეტად აღარ აპირებს, რადგან ახლა მისთვის მნიშვნელოვანი საარჩევნო კამპანია და ქალაქის განვითარების ხედვაა.

„ახლა საარჩევნო კამპანია გვაქვს, წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას ქალაქის განვითარებაზე, თუ როგორი უნდა იყოს თბილისი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში და არ მინდა ამ თემაზე მეტად დეტალებში შესვლა. თუმცა ფაქტია, რომ ამ ადამიანმა ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, რაც ჩემთვის გაუგებარია“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.