მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გიორგი გახარიას სიტყვას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ელიტაში ფასი ჰქონდა“ - კახიშვილი

პარლამენტი წევრი

„მის სიტყვას ფასი ჰქონდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ელიტაში“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

კახიშვილის თქმით, გახარია მუდმივად იყო პოლიტიკურ პროცესებში ჩართული. მისივე თქმით, გიორგი გახარია ყოველთვის გამოირჩეოდა გადაწყვეტილებაში აქტიურობით.

„კონკრეტულად რაც შეეხება, თავად ბატონ გიორგი გახარიას პერსონას, ის „ქართული ოცნების“ პერიოდში იყო ბიზნესომბუდსმენი, შემდგომ იყო ეკონომიკის მინისტრი, შს მინისტრი, უშიშროების საბჭოს მდივანი და საბოლოოდ გახდა პრემიერ-მინისტრი.

შესაბამისად, ის მუდმივად იყო პოლიტიკურ პროცესებში ჩართული. პირობითად ვამბობ, რომელიმე მინისტრს პოლიტიკური წონა არ ჰქონდა, რომ გარდა თავის სამინისტროზე სხვა საკითხებზეც მიეღო მონაწილეობა, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირს და ამავდროულად გუნდის წევრს, ბატონ გიორგი გახარიას ჰქონდა ამის შესაძლებლობა და მეტსაც გეტყვით, ის ყოველთვის გამოირჩეოდა გადაწყვეტილებაში აქტიურობით. მის სიტყვას ფასი ჰქონდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ელიტაში. შემდგომში გუნდიდან წასვლა და გუნდის კრიტიკა არასწორია“, - განაცხადა კახა კახიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ინფორმაციისთვის, 29 მაისს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ახალი პარტიის „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გაიმართება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

✔️ „ფსევდოოპოზიციური ძალის შექმნასთან გვაქვს საქმე“ - ჯაფარიძე გიორგი გახარიას პარტიაზე

✔️ გია ხუხაშვილი: გახარია ორთქლმავალია

✔️ გიორგი გახარიამ რეიტინგი გუნდური თამაშის შედეგად მოიპოვა, ეს პიროვნული რეიტინგი არ არის - კახა კახიშვილი