მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი კახიანი: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აუცილებლად დაეკისრება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებით, ხელისუფლება საზოგადოების წინაშე დადებულ პირობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეასრულებს.

მისივე თქმით, იმისთვის რომ ენმ კენჭისყრაში არ მონაწილეობს, პოლიტიკური პასუხიმგებლობა დაეკისრება.

„არავითარი პირობა არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით რომ ე.წ. პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ, ასეთი შეთანხმება არ ყოფილა. პირობა რაზეც იყო, იყო ის რომ ჩვენ კონსტიტუციურ ცვლილებას განვახორციელებდით და პირობა იყო იმაზე, რომ მართლმსაჯულებაზე არ მოხდებდა არანაირი ზეწოლა. ორივე პირობა სრულდება. მთავრი არის კონსტიტუციური ცვლილების განხორციელება. ჩვენ ეს პირობა დავდეთ და მას აუცილებლად შევასრულებთ. ნაციონალური მოძრაობა რას გააკეთებს მომავალში ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ აუცილებლად დაეკისრებათ იმ მოქმედებისთვის, რომ გადაწყვიტეს არ მიიღონ დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

დღეს, 21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 12:00 საათზე, პლენარულ სხდომათა დარბაზში საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ.

ცვლილებების დასამტკიცებლად სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ ხმას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.