მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტები გააცნო და იმ რეფორმებზე ესაუბრა, რომელიც თბილისში წარმატებით განხორციელდა.

გიორგი ტყემალაძემ ვაკის რაიონისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ადგილობრივების მოსაზრებებიც მოისმინა.

„ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკა; გაუმჯობესებული ეკოლოგიური მდგომარეობა, მეტი სარეკრეაციო სივრცე და არცერთი დაუმთავრებელი მშენებლობა თბილისში - ეს იმ პრიორიტეტთა ნაწილია, რომელთა განხორციელებასაც, გამარჯვების შემდეგ, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განვაგრძობთ.

გარდა ამისა, ვიწყებთ ავარიული სახლების ჩანაცვლებას და გვაქვს უამრავი ახალი პროგრამა სოციალური პოლიტიკის მიმართულებით. ამ ყველაფრის განხორციელებისთვის კი მნიშვნელოვანია მოქალაქეების მხარდაჭერა, მათი აქტიური ჩართულობა და პრიორიტეტების მათთან ერთად განსაზღვრა. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მოსახლეობის აქტიურობით, ჩვენ შევძლებთ დასახული მიზნების განხორციელებას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.