მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ცუცქირიძე: დღევანდელი, მართლა შთამბეჭდავი აქციის შემდეგ, გვარამიამ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, სასწრაფოდ ახალი კვლევა გამოაცხო

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე - Pia.ge

„ამ კვლევის შემოქმედიც ალბათ მიხვდით, რომ ცნობილი „იპსო“ უნდა ყოფილიყო, რომელსაც თუ დაეჯერება ბოლო კვლევებით ოპოზიციას ჯერ კიდევ 2 ოქტომბერს უნდა მოეგო, თუმცა პირველი ტურის შედეგებთან მთელი 10 პროცენტიანი ცდომილება აჩვენა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე IPSOS Global-ის წინასაარჩევნო კვლევას.

ცუცქირიძის აზრით, არანაირი შანსი არ აქვს ოპოზიციას თვითმმართველი ქალაქების მოგების.

„დღევანდელი მართლა შთამბეჭდავი ხალხმრავალი აქციის შემდეგ, სადაც თბილისთან ერთად რეგიონებიც იყვნენ ფართოდ წარმოდგენილი, ფონის გადასაფარად და გუნებადაკარგული მხარდამჭერების გასამხნევებლად ოპოზიციის მედია მოდერატორობა, როგორც ჩანს, კვლავ ნიკა გვარამიამ ითავა, რომელმაც დღევანდელი აქციის მონაწილეები, არც მეტი და არც ნაკლები ბიო მასად ხომ მოიხსენია, ახლა კი, ცდილობს შოკიდან გამოსვლას და ბევრი იფიქრა თუ ცოტა, სასწრაფოდ ახალი კვლევა გამოაცხო. ამ კვლევის შემოქმედიც ალბათ მიხვდით, რომ ცნობილი „იპსო“ უნდა ყოფილიყო, რომელსაც თუ დაეჯერება ბოლო კვლევებით ოპოზიციას ჯერ კიდევ 2 ოქტომბერს უნდა მოეგო. თუმცა, პირველი ტურის შედეგებთან მთელი 10 პროცენტიანი ცდომილება აჩვენა. მაგრამ, როგორც ჩანს, დროის დეფიციტში გაჭირვების ტალკვესად მაინც გამოდგება. სასწრაფოდ შეცვალეს ტაქტიკაც, ნახეს რა, რომ თბილისს აგებენ უშანსოდ, რაც პირველ ტურშიც ცხადი იყო კალაძის მელიასთან 11 პროცენტიანი სხვაობის გამო, ზუგდიდის გარდა, სადაც კი 1-2 პროცენტიანი სხვაობა იყო, ყველა დიდი ქალაქი მოგებულად გამოაცხადეს.

ისე ამასაც თავისი ახსნა აქვს, რომ მერე როდესაც ოფიციალური შედეგებით საპირისპირო სურათი დაიდება, გაყალბების მოტივით საპროტესტო ტალღის აგორებას შეეცადონ. ეს არის სულ, ლამის ისტერიამდე დასული ე.წ კოალიციად მონათლული იმიტირებული თვითმმართველობების დასასრული და წაგებული საარჩევნო პიარ კამპანიის ბოლო აკორდიც. არანაირი შანსი ნაცოპოზიციას არა თუ რომელიმე დიდი თვითმმართველი ქალაქის მოგების, არამედ პროტესტის აწევისაც არა აქვს“, - წერს ცუცქირიძე.