მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ვაშაძე: ოპოზიცია რევოლუციურ სცენარებს არ განიხილავს

სტრატეგია აღმაშენებელი

„რევოლუციურ სცენარს ოპოზიცია და პოლიტიკური პარტიები არასდროს და ვერასდროს განიხილავენ. ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან მკაფიო განცხადება გავაკეთეთ, სადაც ყველას მშვიდობიანი მოქმედებებისკენ მოვუწოდეთ და წინასწარ ვთქვით, რომ ძალადობაში არ ვმონაწილეობთ და თუ ვინმე მონაწილეობას მიიღებს, ის ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით ვერცერთ შემთხვევაში ვერ ისარგებლებს“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, აუცილებელია, რომ მოქალაქეებს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა შეეძლოთ.

„ჩემი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის ინტერესი არის, რომ მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით, ნორმალურად ხდებოდეს ხელისუფლების ცვლილება. ამ ფუნდამენტური უფლებების დაკარგვაზეა ახლა საუბარი.

ადრე თუ გვიან მივალთ შეთანხმებამდე, მოუწევს „ქართულ ოცნებას“ ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა. მესმის, რომ გაჯიუტებულია, არაფრის დათმობა არ უნდა და ამბობს, რომ ვიქნები ჩემთვის, მარტო, არაფერსაც არ დავთმობ, მაგრამ ეს ასე ვერ იქნება. როგორც გასულ წელს შეთანხმებას მივაღწიეთ 8 მარტის დოკუმენტით, იმედი მაქვს, რომ ისეთივე ტიპის შეთანხმებას მივაღწევთ, სადაც გაწერილი იქნება ყველა ის პუნქტი, რაზეც შეთანხმდა ხელისუფლება და ოპოზიცია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, მთელი ოპოზიცია მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბდა.

👉 ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს, საპარლამენტო მანდატების გამოყენებაზე უარი განაცხადეს.

👉 ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, პარლამენტში შესვლის თაობაზე მოლაპარაკება ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით მიმდინარეობს.

აგერთვე წაიკითხეთ:

👉 ნიკა მელია: „ქართულ ოცნებას“ ადრე თუ გვიან, კომპრომისზე წამოსვლა მოუწევს

👉 ზურაბ ჯაფარიძე: ადამიანები მიხვდებიან, რომ ამქვეყნად თავისუფლებაზე ძვირფასი არაფერია