მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გიფიქრიათ, რომ კოვიდის გამო ნასესხები 5.6 მილიარდიდან 2 კაპიკი ექიმებისთვის გამოგეყოთ?“ - ვაშაძე ფინანსთა მინისტრს

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელს ლაშა ხუციშვილს ექიმების სოციალური უზრუნველყოფისთვის თანხების გამოყოფის შესახებ ჰკითხა.

მან „იემსის“ კვლევა მოიშველია, რომლის მიხედვითაც პანდემიის პირობებში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის არც ერთ ნაწილში სამედიცინო პერსონალისთვის გასაცემი თანხა არ აღმოჩნდა.

„თუ იცით, ვინ არიან კოვიდთან ბრძოლაში მთავარი გმირები? ეს შეკითხვა მაქვს. თქვენ არა, ესენი ექიმები არიან, ექიმები, ექთნები და ა.შ. თუ გიფიქრიათ, რომ იმ 5.6 მლრდ-დან რაც ისესხეთ კოვიდის გამო, ამ ადამიანების სოციალური და საპრემიო უზრუნველყოფისთვის რამე თანხა გამოგეყოთ?

მე წაგიკითხავთ „იემსის“ კვლევის შედეგებს. სამწუხაროდ, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის არც ერთი კომპონენტი ექთნებს და მათი სოციალური დაცვის გაუმჯობესებას არ შეეხება. ამასთან, უკანასკნელ პერიოდში სამედიცინო პერსონალის მდგომარეობა კატასტროფულად გაუარესდა.

ეს არის ხალხი, ვინც 24 საათის განმავლობაში ჩვენსა და თქვენს ჯანმრთელობაზე ეზრუნა. ნუთუ ერთხელ მაინც არ შეგაწუხათ ამ საკითხმა, რომ დაინტერესებულიყავით და ამდენი მილიარდებიდან 2 კაპიკი მაინც გამოგეყოთ ამ ადამიანებისთვის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დეპუტატები ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს უსმენენ.

ამ დროისთვის მინისტრი დეპუტატების კითხვებს ისმენს, შემდეგ კი მათზე თანმიმდევრობით უპასუხებს.