მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ მივიღებ“ - ზურაბ ჯაფარიძე

„2 ოქტომბერს ყველა უნდა გამოვიდეს და ყველამ უნდა მისცეს ხმა ცვლილებას“

„გირჩი - მეტი თავისუფლებას“ წევრებს ინდივიდუალურად თუ ვინმეს სურვილი ექნება, ალბათ, მონაწილეობას მიიღებენ ამ აქციაში“, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ 30 ოქტომბერს გაიმარჯვონ.

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს

„გირჩის“ წევრებს ინდივიდუალურად თუ სურვილი ექნებათ, ალბათ მიიღებენ მონაწილეობას. საარჩევნო კამპანიის რეჟიმში ვარ, სხვა რაღაცით ვარ დაკავებული, მათ შორის საღამოს რაღაც გადაღებები მაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 30 ოქტომბერს გავიმარჯვოთ, მათ შორის თბილისში. მგონია, რომ ზოგადად, ეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას გადატეხს, მერე უკვე გავიდეს ქვეყანა ხელახალ არჩევნებზე.

არის პარტიული აქციები, რომლებშიც შეიძლება, მონაწილეობა არ მივიღო. შეიძლება, რაღაცას ვეთანხმებოდე, მაგრამ მიუხედავად ამისა, რაღაც აქციაში არ ვიღებდე მონაწილეობას, ამაში გასაკვირი არაფერია“, - აცხადებს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია იგეგმება.