მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გირჩი“ პარლამენტში 7 ნოემბრისა და 26 მაისის საქმეებზე ამნისტიის კანონპროექტს შეიტანს

პარტია გირჩი

„გირჩი“ პარლამენტში 7 ნოემბრისა და 26 მაისის საქმეებზე ამნისტიის კანონპროექტს შეიტანს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტს პარლამენტში ორშაბათს შეიტანენ.

„ჩვენ გვინდა, რომ ისევე, როგორც ახლა ვიღებთ კანონს 20 ივნისის ამნისტიაზე, ზუსტად იგივე გავაკეთოთ 7 ნოემბერთან და 26 მაისთან დაკავშირებით. ჩვენ ფაქტობრივად ზუსტად იგივე სულისკვეთებას, რაც არის 'ქართული ოცნების~ ამნისტიის კანონპროექტი 20 ივნისთან დაკავშირებით, მსგავს კანონპროექტს მოვამზადებთ და ორშაბათს შევიტანთ პარლამენტში.

ასეთივე სულისკვეთებით უნდა მოვაწესრიგოთ ის თარიღებიც, რომლებიც, ასევე, გვაწუხებს და არ გვაძლევს მოსვენებას, როგორც 20 ივნისი“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ ამნისტიის შესახებ პარლამენტში ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული, რომელთაგან ერთი „ქართული ოცნების“, ერთი კი ოპოზიციის მიერ არის მომზადებული.