პოლიტიკა

გივი მიქანაძე: არჩევნების შემდეგ, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა მანიპულაციებს და სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციების რიგმა მათ პოზიციები გაუმყარა

„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“
წარმომადგენელი - გივი
მიქანაძე
1627124446
დაკოპირებულია

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე აცხადებს, რომ 26 ივლისს, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომაზე, სადაც განიხილება და დამტკიცდება კომისიის დასკვნა, სხვა გარემოებებთან ერთად, წარდგენილი იქნება ოპოზიციისა და არასამთავრობოთა ნაწილის მიერ მოსახლეობის აზრით მანიპულირების შემთხვევებიც.

„რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა მანიპულაციებს და სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციების რიგმა გაუმყარა პოზიციები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „სამართლიან არჩევნებს“ არასწორი პარალელური დათვლის შედეგები 6 კვირის განმავლობაში ჰქონდა წარმოდგენილი და არ აღიარებდა არასწორად გამოყენებულ ფორმულას. ამას ოპოზიცია იყენებდა ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად, რათა საზოგადოება დაერწმუნებინათ, ვითომ, არჩევნები გაყალბდა. მას შემდეგ, რაც ჩვენი ძალისხმევით, კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენით, იძულებულნი გახდნენ, რომ შესაბამისი აუდიტი დაენიშნათ და სწორი ფორმულა გამოეყენებინათ, 850 უბნის პარალელური დათვლის შედეგები ერთი ერთში დაჯდა იმ მონაცემებთან, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებში იყო წარმოდგენილი“, - აღნიშნავს გივი მიქანაძე.

მისივე თქმით, აღსანიშნავია სამართალდამცველების მყისიერი რეაგირება არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე - 200-მდე სისხლის სამართლის საქმე წარიმართა, ამ დროისთვის 5 გამამტყუნებელი განაჩენია მოტანილი და 15 საქმეა წარმოებაში.

ორშაბათს, 26 ივლისს გაიმართება საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც განიხილება და დამტკიცდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. „ქართული ოცნება“ ოპოზიციას მოუწოდებს, კომისიის დასკვნის წარდგენასა და შემუშავებაში ჩაერთოს.

„თავისუფლება მიშას“ -
რუსთავის ციხესთან
სააკაშვილის მხარდამჭერი
აქცია დაიწყო

„თავისუფლება მიშას“ - რუსთავის ციხესთან...

რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო.

ქუთაისი ჩემი დედულეთია და მე მივეცი ჩემს თავს უფლება ჩამოვიდე და ასე ხმამაღლა დავუდგე გვერდით ბატონ სოსოს, - ამის შესახებ ხათუნა ჟორდანიამ ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.

1635084330

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

1635083551

„მოგეხსენებათ, თელავში ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ლევან ანდრიაშვილი, ძალიან წესიერი, კეთილსინდისიერი კაცი, გამოცდილი საჯარო მოხელე, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არის წარმატებული ახალგაზრდა კაცი, მოტივირებული თავისი თელავისთვის და თელაველებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635083233

უგანდას დედაქალაქ კამპალაში ტერორისტულ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

1635082971
პარლამენტის დატოვებას
განიხილავს სააკაშვილი,
ხაზარაძის პარტია - გზა
დამილოცია, რა უნდათ მათ
პარლამენტში?

სააკაშვილის ეს მასკარადი და ეს თეატრი 30 ოქტო...

„სააკაშვილის ეს მასკარადი და ეს თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

ირაკლი კობახიძე: თიანეთში გვყავს ძალიან...

თიანეთში გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან წიკლაური, მას პირველ ტურშიც ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, აქედან გამომდინარე, არ გაუჭირდება მეორე ტურში მოგება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თიანეთში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის...

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართულ ოცნებაში“ ავრცელებენ.

ირაკლი ღარიბაშვილი - 45 ხმა დააკლდა ჩვენ...

„45 ხმა დააკლდა ჩვენს კანდიდატს ცაგერში და 55 ხმა ჩვენს კანდიდატს ბაღდათში. ჩვენ რომ რაიმე არაკანონიერის გაკეთება გვნდომებოდა, ჩვენს ხელშია ყველა რესურსი, მარტივად შეიძლებოდა ამით მანიპულირება, მაგრამ ჩვენ ამას არ ვკადრულობთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა.