მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ვაცხადებ“ - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ როგორიც არ უნდა იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.

სააკაშვილის თქმით, ურჩევნია დარჩეს იქ, სანამ არსებულ ვითარებას არ დაასრულებს ან მისი გარდაცვალება ან თავისუფლება.

„როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე. მირჩევნია, დავრჩე იქ სადაც ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი ან ჩემი თავისუფლება. ნებისმიერ შემთხვევაში უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე“, - აცხადებს სააკაშვილი.

სააკაშვილის განცხადება მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მედიას წაუკითხა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „შიმშილობს, მაგრამ ალესილი ხმალივით არის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

👉 „ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, მოვითხოვ მიმიყვანოთ „სასამართლოში“ - სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს

👉 „სტრასბურგის სასამართლოს მიმართეთ“ - ანა დოლიძე სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე ადვოკატებს მოუწოდებს

👉 სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში უცხოელი მედიკოსები ჩაერთვებიან - სააკაშვილის ადვოკატი