მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გორის მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი დაასახელა

ხინჩეგაშვილი

მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ გორის მერობის კანდიდატად თავისუფალი სტილით მოჭიდავეს, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონ ლადო ხინჩეგაშვილს ასახელებს.

ხინჩეგაშვილის კანდიდატურაზე პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელეს და მას მხარი დაუჭირეს.

შეგახსენებთ, რომ ხინჩეგაშვილი სამგზის ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონია.

იხილეთ ბიოგრაფია:

👉 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა; - 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან იაპონელი რეი ჰიგუჩი დაამარცხა

👉 არის 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი (-55 კგ)

👉 2015 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაცამ და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ დაასახელა წლის საუკეთესო სპორტსმენად