მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გუნდის შიგნით გახარიას მეტსახელი იყო „ბოლი“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია Pia.ge

„გუნდის შიგნით მისი მეტსახელი იყო „ბოლი“ – ადამიანი, რომელიც ბევრს საუბრობს, მაგრამ საქმეს ნაკლებს აკეთებს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას ტყუილები და „ბაქიბუქი“ ახასიათებდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი მიმდინარე წლის 18 თებერვალს დატოვა.

გადადგომის მიზეზად მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების ღონისძიების ფორმისა და დროის შესახებ გუნდთან უთანხმოება დაასახელა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია სამომავლოდ გიორგი გახარიასთან თანამშრომლობას არ განიხილავს, რადგან მისი თქმით, მოღალატესთან გარიგება არ ხდება.