მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გურამ მაჭარაშვილი: ნიკა მელია აღმოჩნდა პოლიტიკურ ლაბირინთში, რომელიც მისივე პარტიის თავმჯდომარემ შეუქმნა, ის ციხიდან გამოსასვლელს ვერ პოულობს

გურამ მაჭარაშვილი

„ნიკა მელია აღმოჩნდა ისეთ სიტუაციასა და პოლიტიკურ ლაბირინთში, რომელიც მას მისივე პარტიის თავმჯდომარემ შეუქმნა. ის ვერ პოულობს გამოსავალს და გამოსასვლელს ციხიდან“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია დარჩება ციხეში და გააგრძელებს პოლიტიკურ აქტივობას, თუ გირაოს სახით გამოვა ციხიდან, პოლიტიკურად მაინც დაზიანდება, იმიტომ, რომ თავისივე პრინციპების წინააღმდეგ წასვლა მოუწევს.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი სვლებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტობრივმა თავმჯდომარემ მოუგო „ნაციონალური მოძრაობის“ ფიქტიურ თავმჯდომარეს. თუ ნიკა მელია დარჩება ციხეში, პოლიტიკური აქტივობას ვერ გააგრძელებს და თუ გამოვა ციხიდან, გირაოს სახით, ან ამნისტია შეეხება, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება.

თუმცა, პოლიტიკურად მაინც დაზიანდება, იმიტომ, რომ თავისივე პრინციპების წინააღმდეგ მოუწევს წასვლა. ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ნიკა მელიას რწმენას, როდესაც ის ამბობდა, „აქ ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“, წინ დიდი გამოცდა ელოდა.

მან არ დაიჯერა და აი, შედეგიც. ახლა გადაწყვეტილება მასზეა. ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს, რა იქნება მისი გადაწყვეტილება, მთავარია, რომ ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა დღის წესრიგი დააწესეს, რომელსაც ჰქვია საქართველოს განვითარების გზა“ - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„თუ ამნისტია ნიკა მელიას უნდა შეეხოს, რომელსაც ყველაზე მძიმე მუხლი აქვს, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!“ - გომელაური

✔️„ნაკლებად მაინტერესებს, ნიკა მელია რას აპირებს და რას გააკეთებს“ - ლევან იოსელიანი

✔️„ნიკა მელიაზე ხომ არ დგას ეს სამყარო?!“ - მეგრელიშვილი