მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაგო ხვიჩია: დარღვევები თუ გასწორდება ისე, რომ მეორე ტურში იქნება მთავარი ბრძოლა, მგონია, „გირჩი“ და სხვა ოპოზიციაც პარლამენტში შევა

გირჩი იაგო ხვიჩია

პირველი ტურის შედეგები გასწორდეს როგორც სასამართლოთი, ისე ოქმების გადათვლით, რომ მეორე ტურზე ჰქონდეს მისვლას აზრი და ამავდროულად, იქნას ნათქვამი, რომ იმის გამოსწორება, რაც პირველ ტურში ჩავიდინეთ, ერთი წლის ვადაში ხელახალი არჩევნების ჩატარებით გახდეს შესაძლებელი, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას აზრით, თუ დარღვევები გასწორდება ისე, რომ მეორე ტურში იქნება მთავარი ბრძოლა, მაშინ „გირჩი“ და სხვა ოპოზიციაც პარლამენტში შევა.

„ვინაიდან არჩევნები გაყალბდა და არ ვიცით, რამდენად გაყალბდა, რა არჩევნები ჩავატარეთ - იმის რაღაცნაირი ლეგიტიმაცია უნდა მოვიპოვოთ. ლეგიტიმაციის ფორმა, რაც ჩემი აზრით, იმ წუთას წარმოვიდგინე და ახლაც ვეთნხმები საკუთარ თავს თუ „გირჩს“, წარმოიდგინეთ, რომ ხელისუფლება ატარებს ახალ არჩევნებს, ოღონდ ერთი წლის ფარგლებში, მას შემდეგ, რაც სიტუაცია ოდნავ ჩაწყნარდება, ვინაიდან ტემპერატურა დღეს დუღს და ფაქტობრივად, არ არის წინასაარჩევნო გარემო. ოპოზიცია ითხოვს ხელახალ არჩევნებს, რომლის დანიშვნის შემთხვევშიც, ადამიანების აზრით, შეიძლება აღიქვან, რომ ხელისუფლება ისეთ დათმობაზე წავიდა, რომ ხელისუფლება გადააბარა. შესაბამისად, ჩიხია. აქედან გამოსავალი არის ის, რომ პირველი ტურის შედეგები გასწორდეს როგორც სასამართლოთი, ისე ოქმების გადათვლით, რომ მეორე ტურზე ჰქონდეს მისვლას აზრი და ამავდროულად, იქნას ნათქვამი, რომ იმის გამოსწორება, რაც პირველ ტურში ჩავიდინეთ, ერთი წლის განმავლობაში, არ ვიცი, გაზაფხულზე თუ როდის იქნება, ერთი წლის ვადაში ხელახალი არჩევნების (სადაც ყველა მონაწილეს სახის შენარჩუნების საშუალება ექნება) ჩატარებით გახდეს შესაძლებელი, ანუ ის, რაც ახლა დავარღვიეთ, ერთი წლის განმავლობაში გამოვასწოროთ, მაგრამ მანამდე რომ სიტუაციამ რაღაცნაირად დაიკლოს, ამ პირობებით ჩავატაროთ. თუ გასწორდება ისე, რომ მეორე ტურში იქნება მთავარი ბრძოლა, ვინ იქნება ხელისუფლებაში, მაშინ მგონია, „გირჩი“ შევა პარლამენტში და სხვა ოპოზიციაც შევა პარლამენტში. ზურა ჯაფარიძესთან მქონდა გასაუბრება იმასთან დაკავშირებით, თუ მხარეები როგორ იქცეოდნენ და არ უთქვამს, რომ რომელიმე მხარე, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენელი არაკონსტრუქციული იყო. პირიქით. ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ ამ ამბავს. ვფიქრობ, ამ კვირის ბოლომდე იქნება მეორე რაუნდიც, თუმცა, ჯერ თარიღი არ არის ცნობლი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.