მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაგო ხვიჩია: გახარიას საინტერესო ამბები აქვს მოსაყოლი

იაგო ხვიჩია

ჩვენ ველოდებით გახარიასგან ამბის მოყოლას და არა ვინმეს გალანძღვას, - ამის შესახებ პარტია„გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„არ ვიცი, დანაშაულის მხილებას ველოდები გახარიასგან? - შეიძლება არც ველოდები.

ამბის მოყოლას ველოდები, როცა ამბავს მოგვიყვებიან, მერე გავარკვევთ ამ ამბავში რამე დანაშაულებრივი არის, თუ არ არის. ჯერ ხომ ამბავი გვაინტერესებს! ნეპოტიზმზე, კორუფციაზე ილაპარაკა, თუ არ ვცდები, არაფორმალურ მმართველობაზეც იყო მინიშნებები.

9 წელია, „ქართული ოცნება“ ქვეყანას მართავს და ჯერ კიდევ არ ვიცით ის იერარქია, როგორც არის ეს პარტია დალაგებული, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რა ახდენს მათზე ზეგავლენას და ა.შ.

არანაირი ჭორაობა არ მინდა, არც არავის ლანძღვა არ მინდა, მე უბრალოდ, ამ კითხვებზე პასუხი მაინტერესებს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს.

როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოდის ოპოზიციაში, ვფიქრობ, ადამიანები მისგან ამ თემაზე საუბარს ელიან, ლანძღვას და გინებას კი არა, პრობლემაზე საუბარს, რაც მან დაასახელა. ჯერ ახალია ბატონი გახარია, ახლახან შემოდგა ფეხი ოპოზიციურ პოლიტიკაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გამართა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გუნდის წევრები ერთიანდებიან საქართველოს ძლიერებისთვის, თუმცა არავის წინააღმდეგ.